15:41 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 20:27:12, 1473 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ ბანკისგან“ სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა [ვიდეო]

„გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან" სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა.

განაცხადი ამ მოთხოვნით ჯაფარიძემ ბანკში დღეს დატოვა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას იმავე რაოდენობის თანხა ეკუთვნის წინასაარჩევნო თანხების დასაფარად. აღნიშნული მუხლით მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების", მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისარგებლა და მან მიიღო კიდეც 1 მილიონი ლარი.

„კანდიდატი არის? კანდიდატი ვარ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას? არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს? მილიონი მომცენ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ბანკ „ქართუში" მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, თუ როგორ მოხდა ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილზე 1-მილიონიანი სესხის გაცემა.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში" განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics