|
2015-01-20 22:55:57, 1297 ნახვა
პოლიტიკა
„ჩემი ახალი პოლიცია“ - უკრაინაში ეკა ზღულაძის ახალი რეფორმა დაიწყო
„ეს არის დასაწყისი უკრაინის შსს რეფორმისა, რაც ითვალისწინებს სრულ რეორგანიზაციას უკრაინის მილიციის,“ - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ მისი რეფორმა ითვალისწინებს ახალი სამსახურის - პატრულის ჩამოყალიბებას, რომლის ფუნქციები იქნება გაცილებით ფართო, ვიდრე დღეს არსებულ უკრაინის მილიციას გააჩნია. ეკა ზღულაძის განმარტებით, რეფორმას რამდენიმე სტრატეგია აქვს. ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაა, რაც ითვალისწინებს ახალ წესებსა და კანონებს. ზღულაძის განცხადებით, უკვე იწერება უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ახალი კანონი პოლიციის შესახებ. შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროცესის დროს შსს სრულად იქნება რეფორმირებული. "ერთბაშად ყველაფერს ვერ შევცვლით, ამიტომ უნდა დავიწყოთ საიდანღაც,“ - ამბობს ეკა ზღულაძე. მისი თქმით, სანამ დაიწერება ახალი კანონი პოლიციის შესახებ, მანამდე ხელისუფლება დაიწყებს იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც უკვე არის შემუშავებული და გადაწყვეტილი. „პოლიციის რეფორმა იწყება დღეს. ასევე ახალი კადრების მიღებაც იწყება დღეს. მათ ახლებურად გადამზადებას დასჭირდება 6 თვე. ასე რომ, კონკრეტული შედეგი კონკრეტული რეფორმისა რამდენიმე თვეში გვექნება,“ - აცხადებს ეკა ზღულაძე. უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ასევე ჩამოთვალა ის თვისებები, რომელიც აუცილებელია, ჰქონდეს პოლიციელს. ზღულაძის თქმით, „ახალი სისხლის“ გარეშე ვერ მოხერხდება რეფორმა. უკრაინის რეფორმირებული პოლიცია კი არ იქნება არც ერთი ქვეყნის მაგალითის კოპირება. თუმცა, ევროპულ და ქართულ პოლიციასთან მას ექნება მსგავსება.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)