|
2018-10-03 12:37:23, 953 ნახვა
კომენტარი
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამის დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს ქალაქ პარიზში მოეწერება. „ეს ნიშნავს, რომ საქართველო ფაქტობრივად ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, მინდა შეგახსენოთ, რომელიც კი არსებობს ზოგადად, არბიტრაჟის მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)