09:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 10:40:54, 1141 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა პატრულ-ინსპექტორებმა აშშ-ში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი გაიარეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან  საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა.

კურსი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო  სამართალდამცველებისთვის უსაფრთხო და ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომობილის მართვის და ტრენერული უნარ-ჩვევების გაძლიერება.

ტრენინგის დახურვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი,  თეიმურაზ კუპატაძე დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში, თეიმურაზ კუპატაძემ შეხვედრები გამართა ჯორჯიის შტატის გუბერნატორთან, ქალაქ კოლუმბუსის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics