17:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 13:28:39, 2729 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორებს შეხვდა

საქართველოში დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს საკონსულტაციო ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმრები ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველია. შეხვედრას, ასევე, დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

როგორც აღინიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორების პირველი ვიზიტი საქართველოში, ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ვიზიტის მიზანია, საქართველოში EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული, ასევე, სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკის ახალი სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას,  კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ენერგოეფექტური პოლიტიკის მხარდაჭერას და სხვა.

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 3.0 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics