16:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 18:23:40, 2013 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია EBRD-ის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯგუფის (EBRD) დირექტორთა საბჭოს 11 წევრს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკის საქმიანობის გასაცნობად არიან ჩამოსული.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ EBRD-ი დიდი ენთუზიაზმით უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „ისინი ძალიან კმაყოფილები არიან იმ რეფორმების, რომელიც ჩვენ გვქონდა დღემდე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით უყურებენ იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გვაქვს მომავლისთვის. მზად არიან გაგვიწიონ დახმარება როგორც ენერგეტიკულ სფეროში, ასევე წიაღის ათვისებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბური დახმარება გაგვიწიონ ტექნიკური განათლების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკა და ეს სტრატეგია უკვე ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ, სხვადასხვა მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ძალიან მალე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა გვექნება," - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics