00:48 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 17:22:03, 2282 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

მთავრობის მეთაური გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.

პრემიერი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური  ასამბლეის 73-ე სესიის მუშაობაში 24 სექტემბრიდან მონაწილეობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა სიტყვით მიმართა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის მონაწილეებს, ასევე, გამართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველ პირებთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics