13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 13:04:03, 400 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუმა სრული კრახი განიცადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის შემაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება  ვერ ხდებოდა.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა სრული კრახი და კოლაფსი განიცადა.  ვალდებული ვართ, რომ ამას გადავხედოთ და გამოვასწოროთ ის ხარვეზი, რაც არსებობს. სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს, როგორ და რა მეთოდებით ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულთა 12-კაციანი შემადგენლობიდან ვერდიქტის გამოსატანად  8 ხმა იყო საჭირო. ამის შემდეგ მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩანიშნა. 

ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობა  ვერდიქტის გამოტანა თუ ვერ შეძლო გიორგი ოქროპირიძე  გამართლებულად ჩაითვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics