02:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 13:31:21, 1698 ნახვა

საზოგადოება
„ხალხი, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვთ, არ აირჩიოთ“ - სასულიერო პირები კანაფის კულტივაზაციას ეწინააღმდეგებიან

დეკანოზი დავით კვლივიძე მარიხუანის მოყვანა-ექსპორტის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება. 

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ნარკოტიკების ლეგალიზაცია ქვეყნის კოლუმბიზაციას" ნიშნავს. მისივე თქმით, ქვეყანაში სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას.

„ნარკოტიკის ლეგალიზაციას რაც შეეხება, ეს არის ქვეყნის ავღანიზაცია, ქვეყნის კოლუმბიზაცია და ქვეყნის პაკისტანიზაცია. ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში, ავტონომიური ოლქები ხომ ნაღმი იყო, რამაც ააფეთქა, აი ეს ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად, როგორც ავღანეთი, როგორც კოლუმბია. ამის შემოტანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგს შეიძლება, არ ესმის და ზოგს ესმის, არის ქვეყნის დაღუპვა. სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, სადაც იქნება მათი მკურნალობა. იმის გამო, რომ ვიღაცა ამას აკეთებს და ეს იმიტომ დავუშვითო, რომ უდებენო, ის დაიჭირეთ, ვინც უდებს. შენ თუ 70 გრამი დამიწესე, 71-ს ჩაგიდებ, 100 დამიწესე, 101-საც ჩაგიდებ. შენ იმას მოთხოვე პასუხი, ვინც დებს და პასუხისგებაში მიეცი ის კაცი. როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენი მოწოდება ყოველთვის იქნება, რომ ასეთი ხალხი, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვთ, არ აირჩიოთ, ქვეყნის სადავეები არ ჩაუგდოთ ხელში,“- განაცხადა მამა დავითმა. 

ცნობისთვის, ის სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარლამენტში მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ კანაფის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. სასულიერო პირები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნარკოტიკების ლეგალიზაციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics