02:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 23:24:36, 2110 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ფართომაშტაბიანი აქცია SoS მოწამლული ჰაერი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 სექტემბერს ფართომაშტაბიანი აქცია, სახელწოდებით "SoS მოწამლული ჰაერი" გაიმართება.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამინის უფლებაა “ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი”.

"შესაბამისად, 22 სექტემბერს 17:00 საათზე, კანცელარიის წინ (ინგოროყვას ქ. N7) დაგეგმილ აქციაზე ვითხოვთ: დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები - დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი - მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება (ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული პრაქტიკაში არ ხორციელდება)  - დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება. ასევე  მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად და მწვანე საფარის დაცვა, გაფართოვება. - წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები  მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს თხოვენ, წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა თუ როგორ და რა ბერკეტებით განახორციელებენ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics