15:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 19:32:41, 2629 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისები შესრულდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიიღო.

ახალი მიმართულება იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც ქუთაისსა და საპორტო ქალაქ გდანსკ ერთმანეთთან დააკავშირებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე 59,99 ლარიდან უკვე შესაძლებელია.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტიდან ფრენებს ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით ასრულებს. 11 ოქტომბრიდან კიდევ ერთი პირდაპირი მიმართულება -  ქუთაისი-ვენა ემატება.

2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს რეისებზე 360,000-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 67%-ით აღემატება.

ჯამში კი 8 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283355 მგზავრი).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics