02:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 16:14:02, 1683 ნახვა

საზოგადოება
WHO: საქართველომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა ეფექტურად განახორციელა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური კომიტეტის 68-ე სესია გრძელდება.

მონაწილე  53 ქვეყნის წარმომადგენლიდან, სესიის აღმასრულებელ პრეზიდენტად, საქართველოს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აირჩიეს, რომელიც დღევანდელი სესიის წამყვანი იყო. 

ჯანმოს წარმომადგენელთა წინაშე, დღეს სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა, რომელმაც  მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრა. 

„მდგრადი განვითარების მიზნები აერთიანებს მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს. საქართველოს მთავრობის  სერიოზული მიღწევა იყო 2012 წელს ძირითად პრიორიტეტად ჯანმრთელობის დაცვის გამოცხადება. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით მოვახდინეთ ისეთი კომპონენტების  ინტეგრირება, როგორიცაა  მდგრადი განვითარების მიზნები, ძირითადი სტატისტიკა და ჯანდაცვის  საფუძვლები-ხარისხი, მიწვდომადობა და ფასი. ძირითადად ეს არის მდგრადი  განვითარების ანატომია. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება იყო ძალიან ამბიციური გამოწვევა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრი გამოსვლაში, მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერის გარეშეც საქართველოსთვის,  მსგავსი სახის რეფორმების განხორციელება რთული იქნებოდა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი გასაღები, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების უმეტესობას ესადაგება.

მინისტრმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, ისეთზე როგორიცაა : ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, პირველადი ჯანდაცვა და  ა.შ.  

ჯანმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზციაში,  საქართველოს მაგალითს სხვა ქვეყნებსაც უზიარებენ და აცხადებენ,  ქვეყანამ  შეძლო არჩევანის გაკეთება და შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ეფექტურად განახორციელა  ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics