04:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 15:13:39, 2718 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: ბარიგობა ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო - ცოდვით ნაშოვნი ფული არ გვჭირდება

სუნოდის წევრი, მეუფე პეტრე ცაავა ხელუსუფლებას ინიციატივას, საქართველოში მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას ეხმაურება. 

მეუფე პეტრემ აღნიშნულ კანონპროექტს სახელმწიფოებრივი დანაშაული უწოდა. 

"თითქოს ხელისუფლება თუ სახელმწიფო გვთავაზობს, რომ საქართველოში შეიქმნას წარმოებული ნარკოტიკული საშუალებები და ამით საქართველომ მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა. ბოროტებაა მსგავსი შემოთავაზება. ბოროტებაა იმის თქმა, რომ თურმე ბარიგობა არ არის ცოდვა. ცოდვით ნაშოვნი ფული ქვეყნის და ერის კეთილდღეობას არ წაადგება. არ გვჭირდება ცოდვილი და სისხლიანი ფული არავითარ შემთხვევაში ქართველ ერს. ბარიგობა, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტერმინის, ხმარება, ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო. როგორ შეიძლება ამაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც სხვისი უბედურების ხარჯზე მდიდრდება როგორ შეიძლება რომელიმე ქართულმა ოჯახმა წარმოიდგინოს, რომ მას შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა მოაკლდეს, მაგრამ ის სხვისი სიკვდილის ხარჯზე გამდიდრდეს და მიწიერი კეთილდღეობა მოიპოვოს. ფაქტიურად მსგავსი შემოთავაზება თუ მსგავსი პროექტი იმას ნიშნავს, რომ თითქოს წამლის გაყიდვა არ ყოფილა ცოდვა და დანაშაული სახელმწიფოებრივად. რა თქმა უნდა, ის უმძიმესი ცოდვაა და დანაშაულია ადამიანურად და რა თქმა უნდა, დანაშაულია სახელმწიფოებრივად. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს მსგავსი მზაკვრობისაგან, მსგავსი ბოროტებისგან, მსგავსი არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული აზროვნებისაგან“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics