23:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 13:45:17, 1334 ნახვა

საზოგადოება
2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ანაზრაურების ახალი სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)  მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას. 

სამუშაო შეხვედრაზე DRG სისტემის  უპირატესობებსა და მოსალოდნელი შედეგებზე  ინფორმაცია, საპილოტედ შერჩეული კლინიკების წარმომადგენლებს  ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვენელმა პირებმა და ჯანმოს ექსპერტებმა მიაწოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კონსულტაციას უწევს DRG სისტემის დანერგვის პროცესში.  აღნიშნული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. 

როგორც ჯანმოს ექსპერტებმა აღნიშნეს, დაფინანსების  დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი უფრო ხარჯეფექტური, გამჭვირვალე და ფინანსური თანასწორობის ხელშემწყობი იქნება. DRG სისტემა ხელსშეუწყობს პაციენტებისთვის მომსახურების უფრო ეფექტიანად მიწოდებასა და რესურსების უკეთეს განაწილებას. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics