|
2018-09-13 10:49:02, 661 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018 იმართება
ბათუმში 12-14 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) იმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება, მას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. ფორუმი შავ ზღვაზე საქართველოს ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომლის მთავარი მიზანიცაა საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. GIMF2018-ში მონაწილეობას იღებს 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატი. ფორუმის მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, კვიპროსის პრეზიდენტის მოადგილე მინისტრი სანაოსნო საკითხებში ნატაშა პილიდესი, ფორუმს ასევე ვიდეოჩართვით მიესალმება ევროკომისარი საზღვაო და თევზჭერის საკითხებში კარმენუ ველა, მონტენეგროს საზღვაო საქმეთა მინისტრი ოსმან ნურკოვიჩი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარია მაგდალენა გრიგორე, საბერძნეთის საზღვაო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიონისე ტემპონერას, უკრაინის ინფრასტურქტურის მინისტრის მოადგილე იური ლავრენიუკი, საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოინ აჰმედი, ნავთობით დაბინძურების საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის დირექტორი ჟოზე მაურა, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მარკუ მილი, სინგაპურის საზღვაო და პორტების ხელისუფლების თავმჯდომარე ენდრიუ ტანი, უმსხვილესი გემების მენეჯმენტის კომპანია „კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ პრეზიდენტი მარკ ო’ნილი, გემთმფლობელი კომპანია „ქვინსვერი ნავიგეიშენის“ დამფუძნებელი და მფლობელი ვასილიოს ტერზის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტრანსპორტის დირექტორი სიუ ბარეტი, სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი, ბისეკის გენერალური მდივანი მაიკლ კრისტიდესი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს დირექტორი ფრედერიკ კინი, ოკეანის კონსერვაციის ორგანიზაციის დირექტორი მაიკლ სტოკერი, შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის რექტორი იონგქსინგ ჯინგ, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და სხვა.
(NS)
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)