23:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 10:01:24, 1077 ნახვა

სამართალი
ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის განხილვა დასრულდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც ბ.ჩ.-ს და ზ.გ.-ს  მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა).

„ბ.ჩ.-ს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი შეეცვალა პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით,  ხოლო ზ.გ.-ს შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics