|
2018-09-06 13:07:13, 1383 ნახვა
კომენტარი
რებეკა ჰარმსი: მოვუწოდებ საქართველოს, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა
„მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ისევე როგორც ყველა ქვეყანას, რომლებიც რთული ტრანსფორმაციის პროცესს გადიან, საქართველოსაც აქვს პრობლემები. როგორც ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა. იმედი მაქვს, რომ გარანტირებული იქნება მედიაპლურალიზმი, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ისი „ეუთოსა“ და „ოდეარის“ მისიებთან ერთად კარგ საქმეს გააკეთებენ“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)