01:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 16:04:18, 393 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური ბრიტანელი მრჩეველი საქართველოს დღეს ტოვებს

თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური ბრიტანელი მრჩეველი საქართველოს დღეს ტოვებს.

გამგზავრებამდე სტივენ გლოვერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და სამინისტროს თანამშრომლები დაემშვიდობნენ. მათ სტივენ გლოვერს გაწეული დახმარებისთვის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

სტივენ გლოვერმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა, ქართველ კოლეგებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მომავალშიც საქართველოს ახლო მეგობრად დარჩება.

დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ოთხი წლის წინ მოავლინა. სტივენ გლოვერი თავდაცვის უწყებას ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. მან სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics