16:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 14:13:31, 1731 ნახვა

საზოგადოება
ფაშისტური მოძრაობის Facebook-გვერდი, მისი ლიდერის, გიორგი ჭელიძის დაკავების შემდეგ წაიშალა

ფაშისტური მოძრაობის,"საქართველოს ეროვნული ერთობის" Facebook-გვერდი, მისი ლიდერის გიორგი ჭელიძის დაკავების შემდეგ წაშლილია.

სოციალურ ქსელში მხოლოდ გიორგი ჭელიძის გვერდი და მოძრაობის დახურული ჯგუფები იძებნება.

გარდა ამისა, არ იძებნება ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ისვრიან მოძრაობის წევრები კალაშნიკოვის ავტომატით. 

ცნობისთვის, რომ 31 აგვისტოს გავრცელელებული ვიდეოს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პირველ სექტემბერს სამართალდამცველებმა ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავეს. მას 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics