|
2018-08-31 16:34:18, 1236 ნახვა
კომენტარი
„თუ ზედოზირების ფაქტი დაფიქსირდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“ - სერგეენკო მოსახლეობას აფრთხილებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის, მათ შორის ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახოს. როგორც სერგეენკომ განმარტა, 2014-2015 წლებში ხელისუფლებამ გააუქმა ის ვალდებულება, რომლის თანახმადაც ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ან სასწრაფო დახმარების ჯგუფი საპატრულო პოლიციას აწვდიდა ინფორმაციას. "ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობას არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებდა, ეს რეგულაციაც გავაუქმეთ. არ მინდა, რომ ეს მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუ ფაქტი დაფიქსირდა, არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)