16:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:24:08, 1384 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობის დაკვეთით, საგზაო პროექტი დაიწყო ბერძენიშვილის ქუჩაზე, სადაც, გეგმის მიხედვით, 4 520 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოების შედეგად, როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები შეკეთდება და ახალი ბორდიური მოეწყობა. პროექტის ღირებულება 162 358 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ატენის ქუჩაზე - II შესახვევში და N6-8-ის მიმდებარედ. გზის საფუძველი და ასფალტის საფარი 2 230 კვ. მ. ფართობზე განახლდა. ჭავჭავაძის 39ა-ში კი, 1000 კვ.მ-მდე მონაკვეთი მოწესრიგდა. 

ვაკის რაიონის ცენტრალური უბნის მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაჟა-ფშაველას კვარტლებში ხორციელდება. შიდა გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის სრულდება VI კვარტლის II და VI კორპუსების მიმდებარედ. გზის საფარი 2 640 კვ. მ. ფართობზე უკვე გამოიცვალა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 137 271 ლარი გამოიყო. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის VIII კორპუსთან კი 600-მდე კვ. მ. მონაკვეთი რეაბილიტირდა. ამავე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics