13:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 12:01:04, 1063 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო

თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 როგორც მერმა განაცხადა, 2019 წლის ბოლომდე არსებული ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

„მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული, 8-მეტრიანი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი. როგორც ვპირდებოდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის ჯამში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი და არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვეში, მიმდინარე კვლევის საფუძველზე დადგინდება არის თუ არა დედაქალაქში ავტობუსების დამატების საჭიროება. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს თბილისში უკვე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსი შემოვა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics