13:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 11:42:40, 1044 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მოადგილეს საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება დაავალა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება დაავალა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ არსებული ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელია მოსახლეობისთვის, პრობლემას წარმოადგენს მათი ვიზუალური მხარეც.

„ვფიქრობ, აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც მისაღები იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვის შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავდეს კონცეფცია და ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, იერსახეს ამახინჯებს სარეკლამო აბრებიც, რომლებიც გადასასვლელი ხიდის კონსტრუქციის მსგავსად, გზის მთელ სიგანეზეა დამონტაჟებული. 

„მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესი არ უნდა განხორციელდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე“,  - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics