13:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 13:28:15, 705 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილსის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით უთმელიძე გაეცნენ.

„ჩვენ დავიწყეთ სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ბავშვებისთვის გასართობი ზონა და მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილი მოეწყობა. სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, შესაბამისად უბანი ძალიან დატვირთულია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე. ასევე, ახალგაზრდებისთვის უკვე მოვაწყვეთ სტადიონი და სპორტული ტრენაჟორები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს კომპანია "გრინსერვის+" აწარმოებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics