07:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 12:37:52, 1249 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა  აშენდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას.

„პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგო უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ, ზამთრის პერიოდში ჩვენი მოსახლეობის სტაბილურად გაზით უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics