15:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 17:46:50, 1358 ნახვა

სამართალი
გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა ჭანტურიას შესაძლო მიმალვასთან დაკავშირებით და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარის მტკიცებით კი, პროკურატურას ჭანტურიას წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვს და მხოლოდ ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებებით აპელირებს.

„მართლაც და საქმეში აღმოჩნდა ის მტკიცებულებები, რომელიც ვფიქრობ, რომ იძულების წესით არის დაწერილი მოწმებიის მხრიდან, რადგან რამდენჯერმე არიან ეს ადამიანები. ერთ სემთხვევაში იძახდნენ, რომ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ გარდაცვლილს და გიორგი ჭანტურიას ერთმანეთში, მაგრამ ახლა თურმე არ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა. ეს ცალსახად მიუთითებს მათ იძულებაზე, რომ ბრალდების მხარეს საქმე შეეკერა, თუმცა სიმართლე ძალაინ ცოტა ხანში გაირვევა, აღკვეთის ღონისძიების სახე, რაც გამოიყენა სასამართლომ არ უნდა გამოეყენებინა“,- აღნიშნა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს. გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს. ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სარდაფში  მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics