16:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 11:49:04, 2275 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობას შეაჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ მთავრობის მუშაობას შეაჩერებს, თუ კონგრესში დემოკრატები საიმიგრაციო პოლიტიკასა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას არ დაუჭერენ მხარს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის საკუთთარ გვერდზე დაწერა.

"მე მთავრობის მუშაობას შევაჩერებდი, თუ დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ საზღვრის უსაფრთხოებას, რომელიც მექსიკის კედელსაც გულისხმობს! უნდა გავთავისუფლდეთ გათამაშებისგან, "დავიჭირე და გავათავისუფლე" პრაქტიკისგან და სხვა, მსგავსი რაღაცებისგან. საბოლოოდ უნდა გადავიდეთ საიმიგრაციო სისტემაზე, რომელიც დაფუძნებულია დამსახურებებზე. ჩვენ გვჭირდება დიდებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ", - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში კონგრესის მიერ მთავრობის დაფინანსების ბიუჯეტს ვადა გასდის და თუ კონგრესი შეთანხმებას ვერ მიაღწევს მთავრობა მუშაობას შეწყვეტს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics