13:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 19:12:20, 1053 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო ფეხებზე ჰკიდიათ

„ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო, თბილისურად გეტყვით, „კიდიათ ფეხებზე“, -ამის შესახებ ოპოზოციური პარტიების გაერთიანებულმა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მას კონკურენციას ვერ გაუწევს. 

„მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ და უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილი იფიქრებენ თავიანთ უსაფრთხოებაზე. მათ სახელმწიფო, თბილისურად გეტყვით, „ჰკიდიათ ფეხებზე“ აბსოლუტურად, რასაც 6 წლის განმავლობაში წარმატებით ადასტურებენ. თუ მათ ფიზიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას წაადგება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა, აუცილებლად მიიღებენ. რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ყველაფერი იმოქმედებს კარგად, თუ საქართველოს მოქალაქეებს ავუხსნით კარგად, რა არის ჩვენი მიზანი და ჩვენი შვილებისთვის და ჩვენთვისაც ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“, -აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics