|
2018-07-23 13:01:58, 1309 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია დეპუტატებს მოუწოდებს, მტკიცებულებებზე მტკიცებით ფორმაში არ ისაუბრონ
ეკა ბესელია დეპუტატებს მოუწოდებს, მტკიცებულებებზე მტკიცებით ფორმაში არ ისაუბრონ, რათა ეს არ იყოს აღქმული მეორე ინსტანციის სასამართლოზე ზეწოლად - ამის შესახებ ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მვკელობის საქმეზე, დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაის სხომამდე განაცხადა, სადაც ამ წუთებში, პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. დეპუტატების კითხვებს ქალაქ თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბოძე პასუხობენ. ამ დროისათის ორივე მათგანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ეკა ბესელიამ განცხადება გააკეთა და დეპუტატებს მიმართა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმდინარეობისას, რადგან არ მოხდეს აღქმა, თითქოს ხდება მათი მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა, თავი შეიკავონ მტკიცებულელების ნაწილში მტკიცებითო ფორმით საუბრისგან : „ერთი საკითხი, რაც წმინდა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარეა, მგონია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო ჯერ არ დაწყებულა და შეიძლება პარალელურადაც მოგვიწიოს მუშაობა კომისიას და სააპელაციო სასამართლოს. ალბათ საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, პროკურორებს აქვთ რა თქმა უნდა, უფლება ბრალი მტკიცებით ფორმაში დაამტკიცონ კიდევაც თუ მიაჩნიათ, რომ ბრალი დადასტურებულია და მესმის, რომ მათ კონკრეტული მტკიცებულების მიმართ პოზიცია ექნებათ, რომ მიაჩნიათ დადასტურებულად, მაგრამ ჩვენ კომისიის წევრები, პოლიტიკოსები ალბათ უკეთესი იქნება, მე უბრალოდ თხოვნა მექნება, პროცედურულად იქნებ გავითვალისწინოთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში რა მიგვაჩნია სარწმუნოდ და რა არა პირდაპირ ეთერში იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა, ალბათ არ იქნება მართებული. ეს შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ზეწოლა სასამართლოზე, ამიტომ მემგონი რომ კარგი იქნება, რომ ეს გავითვალისწინოთ, რადგან მაინც პირდაპირ ეთერში მიდის სამწუხაროდ ასეთი საკითხები, რაც მგონია, რომ ასევე ცოტა პრობლემური არის სასამართლოს პარალელურად, მაგრამ რადგან ასე ხდება, პოლიტიკოსების მხრიდან მტკიცებულებებზე მტკიცებით ნაწილში საუბარი მემგონი ალბათ იქნება ზეწოლის აღმქმნელი სასამართლოსთვის. ეს რომ გავითვალისწინოთ“.- აღნიშნა ბესელიამ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)