|
2018-07-18 11:36:45, 586 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადის დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანით გარემოზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის შედგებზე. ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე. „გარემოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია, რადგან ეს ჩვენი საერთო საგანძურია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა, რათა წინდაუხედავმა ნაბიჯებმა გამოუსწორებელი შედეგები არ გამოიღოს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის კუთხით ყველა იმ სტანდარტის ამოქმედების აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედებს. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ქართველი სპეციალისტების მხრიდან აფხაზებისათვის გამოცდილების გაზიარების შესახებ. შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)