08:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 20:51:35, 775 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ყოფილი წევრი ეკლესიაშია, ზოგიც სხვაგან

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, სად არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები.

„ბატონო რომან, თქვენც კარგად გცოდნიათ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები სად არიან და ჩემი პასუხიც ეგ იქნება. უკეთ იცით, როგორც ჩანს“, - მიმართა ბახტაძემ გოცირიძეს.

დეპუტატმა მას კითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორა: „ანუ ეკლესიაში? მე ვთქვი, რომ ეკლესიაში ნახეს დღეს“.

ბახტაძემ კი, საპასუხოდ აღნიშნა, „ზოგი ეკლესიაშია, ზოგი სხვაგან არის“.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. იგი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ჟურნალისტებს კითხვებს კვირიკაშვილმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ საჯარო აქტივობები დაასრულა: „რა პოლიტიკაზეა საუბარი, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ პოლიტიკაზე, მე ღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობები უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი”.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics