01:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 19:28:32, 1770 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: არსებული ბიზნეს კლიმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშირისო ბიზნესის წარმოებისათვის

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და მოქმედი საგადასახადო რეჟიმები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშირისო ბიზნესის წარმოებისათვის. 

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალშიც.

"ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვხდებით ლოგისტიკური ჰაბი. გვინდა რომ ფინანსური ჰაბიც გავხდეთ. ონლაინ რეჟმში უნდა შეეძლოთ დასავლურ კომპანიებს,  გახსნან საბანკო ანგარიში საქართველოში და სრულფასოვანი ოპერაციები გააკეთონ ისე, რომ საქართველოში არც ჩამოვიდნენ. შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის დააფუძნონ  რეგიონალური ოფისები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics