15:35 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:41:13, 381 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  შეხვედრაზე საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულების გამო, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთომ კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ივიცა დაჩიჩის თქმით, ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics