01:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 12:38:02, 895 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდო თიბისი ბანკმა ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის საამაყოა Euromoney-ს  პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს და კონკურენტულ უპირატესობას  კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისა და საუკეთესო ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით",  - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან უკვე მეშვიდედ დასახელდა.

Euromoney-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას,  ასევე  საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის  ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics