06:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 14:41:43, 810 ნახვა

სამართალი
ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს.

„სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და მე-4 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics