05:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 11:42:39, 663 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ.

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, არასრუწლოვნები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მათ საინტერესო ინფორმაციებს აწვდიან.

„ეს ადამიანები, რომლებიც დაიკითხებიან არიან  უშუალოდ ინციდენტში მონაწილეები. ისინი არიან  51-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ იმ ტრაგედიის დროს. არასრუწლოვნები იძლევიან ინფორმაციას, კიდევ ერთხელ ეს ინფორმაცია რამდენად ახალია და საიმედოა, ეს ყველაფერი შეჯამების შემდეგ უნდა იქნას გაანალიზებული. ისინი გვაწვდიან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, მათ შორის ნაწილი ემთხვევა იმას რაც ჩვენებებში იყო მიცემული, ნაწილი არის უფრო მეტად გავრცობილი.  საბოლოო ჯამში ეს გამოკითხვები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სრული სურათი შეიქმნას კომისიისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მოზარდების ჩვენებების დაზუსტება გამოძიებას რეალური სურათის აღდგენაში დაეხმარება.

„მნიშვნელოვანია კომისიაში სწორად წარიმართოს მუშაობა, გავიგოთ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, თუ რა მოხდა, როგორ ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი. ივლისი და აგვისტოს ნაწილი დაგვჭირდება, რომ სრული სურათი შევქმნათ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics