14:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 17:34:09, 2069 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინელებს: არ დაიჯეროთ, თითქოს საქართველოში დაბრუნებას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ

"არ დაუჯეროთ ყალბ ნიუსებს, თითქოს საქართველოში დაბრუნებას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი.

"ეს ყველაფერი არის მანიპულაცია იმ მიზნით, რომ თქვენ, უკრაინის მოსახლეობას, შეგიქმნან შთაბეჭდილება, თითქოს მე მუდმივად აზრს ვიცვლი, იმასთან დაკავშირებით, თუ რისი კეთება მსურს. ინტერვიუების დროს მეკითხებიან - მეშინია თუ არა საქართველოში დაბრუნების, რაზეც ვპასუხობ - მომცენ პასპორტი, რათა ქვეყანაში ჩასვლა შევძლო და მერე ვნახავთ ვის ვისი ეშინია. ამ პასუხს, მედია საშუალებები ატრიალებენ ისე, როგორც მათ სურთ. ანუ თითქოს მე საქართვველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ვითხოვ და იქ ჩასვლას ვაპირებ, რათა რაღაც პოსტზე კენჭი ვიყარო. კი, მე ჩავალ საქართველოში, რათა მხარი დავუჭირო ერთიან კანდიდატს, რომელიც რუსეთის მიერ დანიშნულ, ყაჩაღ ივანიშვილს შეებრძოლება. თუმცა, პოროშენკომ რაც არ უნდა თქვას, მე უკრაინის მოქალაქე ვარ და შემიძლია უკრაინელებისთვის, წარმატებული ქვეყანა ავაშენო, რომელიც ცხოვრების დონით შვეიცარიას დაემსგავსება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics