03:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 13:21:03, 846 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა პატარაძის შესაძლო გადადგომაზე: ნელ-ნელა გამოცვლიან კვირიკაშვილის კადრებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის შესაძლო გადადგომას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რადგან პოლიტიკოს შეფასებით, გადაწყვეტილებებს მაინც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ეს უკავშირდება იმას, რომ ნელ-ნელა გამოცვლიან კვირიკაშვილის კადრებს და მოიყვანენ ბახტაძის კადრებს. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს შემცვლელი პატარაძის, მასაც მოუწევს იგივე დავალებების შესრულება. მაგალითად, ხეების გადაზიდვა, სხვა ჰობისა თუ ახირების დაკმაყოფილება, რომელსაც დაავალებს ამ ქვეყნის მმართველი და „ქართული ოცნების“ რეალური ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს. პატარაძე საგანგებო ბრიფინგს 14:00 საათზე გამართავს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics