|
2018-06-26 14:14:15, 3587 ნახვა
სპორტი
ხუხაშვილი - ხელოვნური სამინისტროების გაუქმება და ფუნქციების გადანაწილება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო
ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. „მე ვფიქრობ, რომ სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, თანაც დიდი ხანია ეს თემა აქტუალური იყო. კარგია, რომ ახლა მაინც მოხერხდა ამ მიმართულებით რეფორმების დაწყება. რეფორმა ორ ეტაპიანია, პირველი ეტაპი, რაც შეეხება გამსხვილებას, მე ამას პოზიტიურად ვუყურებ რაც მოხდა, თუმცა მეორე ეტაპი, კიდევ უფრო რთულია, როცა უნდა მოხდეს ამ გამსხვილებული სამინისტროების სტრუქტურიზაცია, ოპტიმიზაცია, ისე რომ ამ ყველაფერმა მექანიკური სახე არ მიიღოს. ეს არის სწორი პროცესი და იმედია წამატებით დასრულდება“, - აღნიშნა ხუხაშვილმა. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს გაუქმებას, ექსპერტი აცხადებს, რომ ხელოვნურად შექმნილი სამინისტროები აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან საერთაშორისო მასშტაბით აქტუალური აღარაა. „მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ადრე, არაერთხელ მითქვამს, ხელოვნური სამინისტროები აუცილებლად უნდა გაუქმდეს. შეიძლება, რაღაც მომენტში ამას ჰქონდა თავისი აქტუალობა, მაგრამ ახლა აქტუალური ნამდვილად არ არის. მათი გაუქმება და ფუნქციების გადანაწილება დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი. ვფიქრობ, აბსოლურუტად ნორმალურია, იმიტომ რომ ამ სამინისტროებს აქვს თავი ჰუმანიტრული, სოციალური და პოლიტიკური განზომილებაც კი, მაგრამ ამ ფუნქციებს ტრადიციული სამინისტროები სრულიად თავისუფლად გაართმევენ თავს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)