12:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 15:30:33, 714 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩერქეზიშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დააწესა. საქართველოში მას 2011 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი გემი „კადეტი", რომელმაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა საზღვაო საქმის სწავლება, რადგან ამით საზღვაო პრაქტიკის გავლა აკადემიის სტუდენტებს უშუალოდ ბათუმში შეუძლიათ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდოთი, ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მეზღვაური და მზარეული, სოსლან კაკაბაძე დააჯილდოვა, რომელიც სამი წელი უკანონო პატიმრობაში  იმყოფებოდა ლიბიის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.

გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის  დააჯილდოვა ნავსადგურის კაპიტნები - თენგიზ გადილია, ვახტანგ თავბერიძე და ნიკოლოზ ოვჩარენკო, ხოლო გარდაცვლილი კაპიტნის, შაქრო ვარშანიძის ჯილდო მის ვაჟს გადასცა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიის მე-4 კურსელებისთვის დიპლომების გადაცემის პროცესში.

ცერემონიის დასასრულს, აკადემიის სტუდენტებმა გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების მიზნით, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics