15:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 12:06:11, 790 ნახვა

კომენტარი
კახიძე - საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც კომისიის წინაშე დაიკითხება

„საგამოძიებო კომისია მტკიცებულებების გაცნობას იწყებს და საზოგადოებას ოთხშაბათს აცნობებს იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიამ საქმის შესწავლა  ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრით დაიწყო.

,,საკმაოდ ვრცელი შეხვედრა გვქონდა ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატთან, სადაც  მთლიანად საქმის პერიპეტიები განვიხილეთ. საგამოძიებო კომისია ასევე თანამშრომლობს ნინო ლომჯარიასთან. სახალხო დამცველი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე და კოორდინირებულები ვართ საქმის შესწავლის ფარგლებში. ვიწყებთ  მტკიცებულებების გაცნობას და საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

 ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics