11:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 18:45:25, 2772 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთში საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონია საზეიმოდ გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს თეა ახვლედიანმა   სიტყვით მიმართა. ელჩმა

აღნიშნული  ღონისძიების მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი მიმოიხილა და საქართველო-ესტონეთისთვის მემორიალური დაფის სიმბოლურ დატვირთვას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის, პარლამენტის, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურული წრეების, მედიის, აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიის მხარდაჭერით, საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics