15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 18:24:25, 869 ნახვა

ეკონომიკა
"ტავ-ურბან ჯორჯიას“ მგზავრის მომსახურების ტარიფის ზრდა ეზღუდება

"ტავ-ურბან ჯორჯიას“ მგზავრის მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის ზრდა ეზღუდება. 

კომპანიასთან 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების განახლებული ვარიანტის თანახმად, ტარიფის ყოველწლიური ზრდა იზღუდება და ფასის მატება მხოლოდ 3 ეტაპად, თითო-თითო დოლარით მოხდება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ამ შეთანხმებით რამდენიმე ათეული მილიონი დაიზოგება.
„დღევანდელი რედაქციით ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყოველწლიურად ფასის მატების შესაძლებლობას. მივედით კონსესუსამდე, რომ ყოველწლიური ზრდა შევზღუდეთ. ბოლო 10 წლის განმავლობში „ტავს“ ტარიფი არ გაუზრდია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშულება ჰქონდა და საბოლოო ჯამში შეზღუდვის საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ფასის მატების ნაწილში, ჯამურად დაახლოებით 30 მილიონით იმაზე ნაკლები იქნება, რაც იქნებოდა ძველი ხელშეკრულებით. აეროპორტი იღებს კონკრეტულ გადასახადს ერთ გამფრენ მგზავრზე, რომელიც 22 დოლარია, რაც შედის საბოლოოდ ბილეთის ფასში. ბილეთი, რომელიც ღირს მაგალითად 380 დოლარი, ორ წელიწადში ეღირება  381 დილარი“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
მისივე თქმით, ასაფრენი ზოლის რეაბლიტაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, კონკურენცია გაუწიოს სხვა აეროპორტებს და ახალი ავიაკომპანიები მოიზიდოს.
ცნობისთვის, ხელშეკრულების თავდაპირველ ვარიანტში მგზავრის მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის გაზრდა 12%-ით იყო შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics