10:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 13:49:04, 497 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ანჟეი დუდას პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია პოლონეთის რესპუბლიკასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა  და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics