21:06 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 20:49:56, 1510 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა არმენ სარქისიანს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოძმე სომხეთი, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორივე ქვეყნისთვის თარიღი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და  იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დინამიკას შეიძენს.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი,"- განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

არმენ სარქისიანმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი დაადასტურა.

შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სტაბილურობა რეგიონში კეთილდღეობის მომტანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა.

 

თამარ ლომაშვილი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics