19:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 17:52:54, 1222 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სამ მისამართზე ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტების განხორციელება ჯავახიშვილის ქ. N61-ში, ქვლივიძის ქ. N14-სა და ჭოროხის ქ. N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით მიმდინარეობს.

გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოკრიბა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 43 750 ლარია.

ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მიმართულებით კიდევ 15 პროექტის განხორციელება იგეგმება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics