|
2018-05-22 12:26:54, 1287 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელთან ტაო ჟანთან საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს, გარდა ამისა, საუბარი წარიმართება საკრედიტო - საგარანტიო რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, საქართველოში საბანკო კრედიტებზე წვდომაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდის დაჩქარებაში. ასევე იგეგმება შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან და მის გუნდთან, რომელთანაც საუბარი იქნება ფონდთან საქართველოს პროგრამის მიმდინარეობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)