14:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 16:53:35, 1218 ნახვა

საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება

17 მაისს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება.

ბაზრობა 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათ გალერეასა და ორმოც დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. 

გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეა გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.

პროგრამა:

გალერეების სექცია: 17-20 მაისი, მე-11 პავილიონი

სახელოსნო Hive: 17-20 მაისი, მე-5 პავილიონი

TAF გამოფენები:

1.      „ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში."  17-20 მაისი, მე-6 პავილიონი

2.      „ომი დროებით შეჩერებულია." 17-20 მაისი, მე-9 პავილიონი.

ბაზრობის სამუშაო საათები:

·         17 მაისი 18:00-19:00

·         18 მაისი 12:00-19:30

·         19 მაისი 12:00-19:30

·         20 მაისი 12:00-18:00

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე და „ექსპო ჯორჯიას" სალაროებში. ფასი: 10 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics