19:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 16:07:40, 2734 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით

„ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იქნება ყველას საერთო მიზანი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, კონსულტაციების პროცესი სწორად წარიმართოს. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში, საერთო მიზანი მიღწეული იქნება.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეტალებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, მიზანი, რომელიც ნარკომოხმარების შემცირებას და ჰუმანურ პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს - საერთოა.

„ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით, გვაქვს, დაახლოებით, ორი კვირა ამისთვის. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა, საერთო არის მიზანი, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე, მიზანი არის ჰუმანური პოლიტიკის წარმოება. ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არსებობს კონსესუსის მიღწევის რესურსი, მთავარია, ამაზე აქტიურად ვიმუშაოთ და მე ვფიქრობ, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ კონსესუსის მიღწევას გუნდის შიგნით ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იქნება ყველას საერთო მიზანი. მთავარია, ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება სწორად ეს მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. მთავარია, რომ სწორედ წარიმართოს კონსულტაციების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მიზანი იქნება მიღწეული და შედეგი იქნება კანონპროექტში სწორად ასახული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics