14:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 16:07:13, 1553 ნახვა

საზოგადოება
26 მაისს თბილისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი და ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასდროს მომხდარა. 

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასოდეს მომხდარა.  ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს  ჩამოსულან. ამ კუთხით  გამორჩეული იქნება 26 მაისი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი., რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას.

,,ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ამ ფორუმს ასევე, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერმინისტრი", - აღნიშნა აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics